LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: „ოცნებას“ მიაჩნია, რომ სამყაროში მაღალკვალიფიციური ექსპერტი მხოლოდ ივანიშვილია – სწორედ ამიტომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს

60
ბიძინა ივანიშვილი და იაგო ხვიჩია

„ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ სამყაროში მაღალკვალიფიციური ექსპერტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია – სწორედ ამიტომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის მიერ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ “ელემენტარული ჭეშმარიტების დასანახად”, პრობლემის შესახებ მაინც და მაინც ვენეციის კომისიამ უნდა გვითხრას.

ხატია დეკანოიძე: „ქართული ოცნება“ 12 პუნქტის შესრულებას არ აპირებს – ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს არაფრად აგდებს

„იცით, ჩვენ ამ კანონპროექტზე რამდენი ვილაპარაკეთ უფრო მკაცრადაც, უფრო მკაფიოდაც, მაგრამ ვინაიდან ახლა პროექტზე ვენეციის კომისია ლაპარაკობს, სალაპარაკო თემა ახლა გახდა. გვიხარია, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიციები ემთხვევა ხოლმე.“– განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია მმართველი გუნდის მიერ ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ მიღებულ კანონს ნაჩქარევად მიღებულს უწოდებს და პარლამენტს მისი გადახედვისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო.

შეგახსენებთ, რომ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, სამართალდამცავ უწყებებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების განხორციელების ვადები ეზრდებათ. ამასთან, იზრდება იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა გამოძიების დროსაც სამართალდამცველებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლიათ.

არგუმენტი, რის გამოც შეიძლებოდა გვეთქვა, რომ მოსმენებთან დაკავშირებით ინიციატივა დასაწუნია, წარმოდგენილი არ არის, ვეტო პოლიტიკურად ნაკარნახევა და დაიძლევა: მიხეილ სარჯველაძე

magti 5g