LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: რუსეთმა ატომური ბომბიც რომ ისროლოს, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ერთმანეთთან ჩხუბით იქნებიან გართული

284
FC5F9CB7-53D9-464A-A95F-A5BF31AC82AF-w1080-h608

„მინდა, სასწაული მოხდეს და ევროკავშირში ამ მთავრობის პირობებში მიგვიღონ. ამას ქართველი ხალხი ყოველთვის გავიხსენებთ”, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი, იაგო ხვიჩია.

მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით დამაბრკოლებელი საკითხი შესაძლოა, სასამართლო სისტემა იყოს. ამასთან, დასძენს, რომ ევროინტეგრაციის პროცესს ძირეული რეფორმები სჭირდება.

“ეს ის შემთხვევა იქნება – პირველად საქართველოს დამოუკიდებლობა მას არ გამოუცხადებია, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა უნდოდა და ამისთვის იბრძოდა. ეს მეორედაც თუ მოხდა და ევროკავშირში ისე შევედით, რომ ვინც შედიოდა, ეს ძალიან არ უნდოდა, მაშინ დავიჯერებ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. იმ ხალხს, ვის გამოც ევროპაში ფანჯარა გაიხსნა და შანსი გაჩნდა, დაუღლელად ვაკრიტიკებთ მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით. არ ვიცი, მეტი რა უნდა მოხდეს, რომ გლობალურ საკითხებზე ქოც-ნაცური ბრძოლა შევწყვიტოთ. ისეთი განცდა მაქვს, რომ რუსეთმა ატომური ბომბიც რომ ისროლოს, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ერთმანეთთან ჩხუბით იქნება გართული“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს დაავალა სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება.

magti 5g