LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia-მ მეოთხე თაობის Sportage წარადგინა

67

 

ახალი ავტომობილის შესახებ ინფორმაცია სულ ახლახან გავრცელდა. სურათები რომელზეც აღბეჭდილი იყო კომპანია „კია“-ს მარკის ავტომობილი, ახალი, მეთოხე თაობოს „სპორტიჯი“ აღმოჩნდა.

 

მეოთხე თაობის ქროსოვერის ოფიციალური დებიუტი სექტემბერში, ფრანკფურტის ავტოშოუზე მოხდება. როგორც კომპანია აცხადებს, დიზაინი და მთლიანი ავტომობილიც, შექმნილია სპეციალურად იაპონური ბაზრისათვის.

 

ახალი „კია სპორტიჯი“ წარმოდგენილია რამდენიმე ვარიანტად, 1.7 ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავით, რომლის ცხენის ძალაც 131-ს შეადგენს. გარდა ამისა, კომპანიამ დაამატა 1,2 და 1,6 ლიტრიანი ბენზინზე მომუშავე ტურბინიანი ძრავებიც, რომელებსაც 132 ცხენის ძალა ექნება. გადაცემათა კოლოფის შესახებს დეტალები, ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება გაყიდვებს, ახალი ავტომობილი სექტემბრიდან გამოჩნდება ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები