LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia-ს 4 მილიონამდე მანქანის უკან გამოწვევა მოუწევს, მიზეზი – ფეთქებადი ბალიშებია

118
Kia

კომპანია Kia 4 მილიონ ავტომობილს უკან გამოიწვევს, მიზეზი ფეთქებადი უსაფრთხოების ბალიშებია. აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური ადმინისტრაციის (NHTSA) ინფორმაციით, სამხრეთ კორეულ ავტომობილებში, რომელიც კონვეიერიდან 2000-დან 2016 წლამდე პერიოდში ჩამოვიდა, დეფექტიანი ბალიშებია დამონტაჟებული. საუბარია, კომპანია ARC Automotive-ის ბალიშებზე, რომელიც მთლიანობაში 67 მილიონზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ მიიღო.

პრობლემა ისაა, რომ ავტო საგზაო შემთხვევის დროს ხსენებული ბალიში შესაძლოა აფეთქდეს და წნევის ზეწოლით მეტალის დეტალები გაისროლოს. მეტალის დეტალებს კი სერიოზული ტრავმების და სიკვდილიანობის გამოწვევაც შეუძლია.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბალიშების მწარმოებელი კომპანია დეფექტის არსებობას უარყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები