Kia Stinger აქვს შანსი, რომ საკოლექციო მოდელი გახდეს. სადაზღვეო კომპანიის Hagerty-ის მეთაური თვლის რომ თანამედროვე სამყაროში „მასელ-ქარების ოქროს ხანა“ დგას, ამიტომ მძლავრი ავტომობილები მომავალში კიდევ უფრო მიმზიდველები გახდებიან, შესაბამისად, მათი ღირებულებაც გაიზრდება.საკოლექციო მოდელთა სიაში მოხვედრის ერთ-ერთ კანდიდატად კი სპეციალისტი Kia Stinger-საც მიიჩნევს. ის დარწმუნებულია რომ მინიმალური გარბენის მქონე Dodge Challenger-ის და Demon-ის ფასი აუცილებლად გაიზრდება. კოლექციონერებისთვის ავტომობილები ცნობილი სახელებით, ისეთი როგორიცაა -Ferrari, Porsche თუ Corvette, კვლავინდებურად იმაზე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ სატრანსპორტო საშუალება. თუკი ეს ავტომობილები გადარჩებიან და ავარიებს არ შეეწირებიან, ერთ დღესაც კოლექციონერთა განძად იქცევიან. ამასთან ავტოექსპერტი ფიქრობს, რომ მთავარი ფაქტორი რომელიც ავტომობილს ასე ღირებულს ხდის მის მიერ ტრეკზე ჩადენილი მიღწევებია.