LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia Stinger-ის, Porsche Panamera-სა და BMW მეექვსე სერიის შერკინება (ვიდეო)

36

კომპანია Kia-მ თავისი Stinger-ი Porsche Panamera-სა და BMW 6 Series Gran Coupe-ს შეადარა. ავტომობილების ცდების ამსახველი ვიდეორგოლი სამხრეთ კორეული მარკის ოფიციალურ არხზეა გამოქვეყნებული.

Stinger „გერმანელებს“ ოთხ დისციპლინაში შეადარეს: აჩქარება ნულიდან 96კმ/საათამდე, მოსახვევების ჩქაროსნული გარბენი, წრის დრო ტრეკზე და „რვიანები“. ავტომობილების პილოტები ამერიკული სერიის Sports Car Club of America-ს მრბოლელები გერი ტომასონი, ჯორჯ დოჰეინისი და კენ მოტონიში გახდნენ.

ტესტში Stinger-ის 370 ცხენის ძალიანი და 3,3 ლიტრის მოცულობის მქონე ძრავიანი ავტომობილი გამოიყენეს. ოფიციალური მახასიათებლების თანახმად, ას კილომეტრს ავტომობილი 4,9 წამში კრებს. ტესტირებისას კი Stinger-მა გერმანელებს“ მოუგო – 96 კმ/სთ სიჩქარე მან 4,6 წამში განავითარა.

ჩქაროსნულად მოსახვევების გავლისას Kia-ს მოდელმა გვერდითი დატვირთვის მაღალი შედეგი აჩვენა, ხოლო „რვიანების“ გავლაში 101 კმ/სთ განავითარა და Porsche-ს შემდეგ მეორე შედეგი აჩვენა.

Stinger-მა წრე 45,7 წამში გაიარა, Porsche წამის მეასედებით, ხოლო BMW ორი წამით ჩამორჩა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები