კიანუ რივზი ერთ-ერთია იმ ჰოლივუდელთა შორის, რომელთა ჰობი კოლექციონერობაა.
ახლახან, მამაკაცების ჟურნალის, GQ ოფიციალურ Youtube არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც კანადელი მსახიობი ძვირადღირებული მოტოციკლების კოლექციას გვიჩვენებს.
რგოლში, რომელიც 54 წლის ვარსკვლავის სახელოსნოშია გადაღებული, შთამბეჭდავი ექსპონატების დათვალიერებაა შესაძლებელი.
როგორც ,,მატრიცას” ფრენჩაიზში, ნეოს როლის შესმრულებელი აღნიშნავს, მოტოციკლებით ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაინტერესდა, რამაც ხელი მის კოლექციონერად ჩამოყალიბებას შეუწყო.