LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიბერ-თავდასხმას მსოფლიოს მასშტაბით 200 000-ზე მეტი მსხვერპლი ჰყავს

81

ევროპოლის მთავარი უფროსის რობერტ უიენრაითის განცხადებით, პარასკევის კიბერ-თავდასხმას ევროპის 150 ქვეყანაში 200 000-ზე მეტი დაზარალებული ჰყავს.

ბრიტანულ ტელეარხ  ITV-სთან საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მსოფლიო დიდი აგრესიის წინაშე დადგა. მან პოტენციური თავდასხმების გამო, შეშფოთება გამოთქვა.

“ეს ზუსტი რიცხვები არაა, ორშაბათს, როცა ყველა შეუდგება მუშაობას, დაზარალებულთა რიცხვი უფრო გაიზრდება”, – განაცხადა მან,

ვირუსი აკონტროლებდა მომხმარებლის ფაილებს, ითხოვდა გადასახადს… ბრიტანეთი და რუსეთი თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.

უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ შემდეგი კიბერ-თავდასხმა გარდაუვალია და მის შეჩერებას ვერ შეძლებენ.

ნახეთ: მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი კიბერშეტევა განხორციელდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები