LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი მილიარდერი საქართველოდან: მიხეილ ლომთაძის წარმატების რთული გზა

3206
lomtadze

მსოფლიოს კიდევ ერთი მილიარდერი ჰყავს. ის ქართველი მიხეილ ლომთაძეა.

წარმოშობით ქართველ მილიარდერზე Forbes გასულ კვირას წერდა. 

Forbes-ის ინფორმაციით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO-ის განხორციელების შემდეგ ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებლები ახალი მილიარდერები გახდნენ.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე 2 მილიარდ დოლარზე მეტს ფლობს, ხოლო დამფუძნებლის ვიაჩესლავ კიმის წილის ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარზე მეტია.

კომპანიის აქციების საწყისი ფასი გასულ ხუთშაბათს 33,75 აშშ დოლარი იყო, სამშაბათს კი 41,80 დოლარამდე გაიზარდა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO-ის განხორციელების შემდეგ ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებლები ახალი მილიარდერები გახდნენ – წერს Forbes.

დამფუძნებლის ვიაჩესლავ კიმის წილის ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარზე მეტია, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე 2 მილიარდ დოლარზე მეტს ფლობს.

კომპანიის აქციების საწყისი ფასი გასულ ხუთშაბათს 33,75 აშშ დოლარი იყო, სამშაბათს კი 41,80 დოლარამდე გაიზარდა.

“კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. დამფუძნებლების მიერ შემუშავებული გადასახადების, სესხებისა და საბანკო საქმის “სუპერ აპლიკაცია” ყაზახების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

„Covid-19 პანდემიამ დააჩქარა უნაღდო ანგარიშსწორება, ელექტრონული კომერცია და ციფრული ფინანსური მომხმარებლების მიღება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

2019 წელს “კასპიმ“ 515 მილიონი დოლარის წმინდა შემოსავალი მიიღო. თუმცა, კომპანია განსაკუთრებულად წარმატებული პანდემიის პერიოდში გახდა. ამ დროის განმავლობაში მოგებამ 286 მლნ დოლარი შეადგინა.

მიხეილ ლომთაძემ მიზნის მიღწევისთვის საკმაოდ გრძელი და რთული გზა გაიარა.

 

ახალმა მილიარდერმა ბაკალავრის MBA ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.

ბიზნესსაქმიანობა საქართველოში დაიწყო. კომპანია „ჯი-სი-ჯი აუდიტი“ დააფუძნა და მისი ხელმძღვანელობა ითავა. 2002 წელს ეს კომპანია „ერსტ ენდ იანგის“ შემადგენელი ნაწილი გახდა.

2002 წლიდან საქმიანობა რუსეთში დაიწყო. 2003 წლიდან ლომთაძე რუსეთის წამყვანი ლიზინგური კომპანია, „ეუროპლანის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, მოგვიანებით კი მისი თავმჯდომარე გახდა.

ყახაზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი – „კასპი ბანკი“ 1991 წელს შეიქმნა. თავდაპირველად, მისი სახელწოდება „ალ ბარაკა ყაზახსტანი“ იყო. 1997 წელს მან სახელი შეიცვალა და „კასპიისკი ბანკი“ გახდა.

2008 წლის 18 ნოემბრიდან ამ სტრუქტურაში კიდევ ერთხელ განხორციელდა რებრენდინგი და მას „კასპი ბანკი“ ეწოდა.

ლომთაძე ყაზახურ ბანკს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი მისვლით კომპანიამ ბევრი ინოვაციური პროექტი განახორციელა, რაც წარმატებით დასრულდა.

ლომთაძე ქველმოქმედებითაც გამოირჩევა. „კასპიბანკის“ დამფუძნებლებმა, მიხეილ ლომთაძემ და ვიჩესლავ კიმმა, კორონავირუსის 100 ათასი ტესტი შეისყიდეს და ლაბოროტორიებს გადასცეს.

ის კინოვარსკვლავებთანაც მეგობრობს. 2013 წელს ანტონიო ბანდერასი „კასპიბანკის“ მენეჯერი გახდა ერთი დღით.

საოცარია, მაგრამ ქართველი მილიარდერის პირად ცხოვრებაზე მედიისთვის არაფერია ცნობილი.

მიხეილ ლომთაძე 1975 წელს ბათუმში დაიბადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g