ომის 28-ე დღეს, უკრაინის პრეზიდენტის მთავარი თხოვნა დასავლელი ლიდერებისთვის კვლავ უკრაინის ცის ჩაკეტვა და სამხედრო თვითმფრინავებით დახმარებაა.
ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც ქვეყნის ქალაქებში დაბომბვის შედეგად არსებულ უმძიმეს ვითარებას ასახავს და სვამს კითხვას, “კიდევ რა უნდა გააკეთონ ოკუპანტებმა, რომ დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა უკრაინის მოთხოვნას უპასუხონ:
“კიდევ სხვა რა უნდა გააკეთონ ოკუპანტებმა, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან, რომ დასავლეთის ლიდერებმა, ნატოს ლიდერებმა დადებითად უპასუხონ უკრაინის მოთხოვნას, რომელიც ცის დაკეტვას უკავშირდება, ან უზრუნველყონ უკრაინა თვითმფრინავებით, რომლებიც ასე გვჭირდება”, – წერს ზელენსკი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში