„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა დიღმის მთავარი სამმართველო დატოვა. ის 48-საათის გასვლის შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
გრიგორიადისის განაცხადებით, ის პარლამენტის წინა ტერიტორიაზე დააკავეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს:
“სრულიად, მოულოდნელად დამაკავეს, საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ დამაკავეს. გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ და ამავდროულად, გვიღებდნენ. პარლამენტის წინ ვიდექი, როდესაც ჩემი დაკავება მოხდა. ჩემს წინ “რენდომ” – შემთხვევითობის პრინციპით დაიწყო დაკავებები და ვეხმარებოდი სხვები არ დაეჭირათ, სწორედ მაგ მომენტში შემითრიეს მეც.
რკინის კონსტრუქციაზე გაშლილი ხელის ბრახუნი უბრალოდ პროტესტის, ხმაურის გამოსაწვევად და არაფერს აშავებ. ცნობით მიცნეს – კიდევ შენ ხარო მითხრეს? და თან მირტყამდნენ და თან მაგინებდნენ. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ჩემი დაჭერა, რადგან რუსულ კანონს ვაპროტესტებ” – განაცხადა გრიგორიადისმა.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეების აქციაზე 14 მაისს დააკავეს.
ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
შსს: პარლამენტთან აქციაზე 13 პირია დაკავებული
ვიდეო: დაძაბული ვითარება პარლამენტთან – პოლიციამ ორი დემონსტრანტი დააკავა