LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიევის აჩრდილი“ ბრძოლაში დაიღუპა, ცნობილი გახდა მისი ვინაობა: The Times

689
კიევის აჩრდილი

უკრაინული MiG-29-ის პილოტი, მეტსახელად “კიევის აჩრდილი”, რომელმაც ომში არაერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, გასულ თვეში, ბრძოლაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს პირველად ცნობილი გახდა იმ პილოტის ვინაობაც, ვინც „კიევის აჩრდილის“ მეტსახელის უკან იდგა. საუბარია 29 წლის მაიორ სტეფან ტარაბალკაზე, რომელიც ერთი შვილის მამაა.

Times-ის ცნობით, მისი MIG-29 13 მარტს ჩამოაგდეს, თუმცა მანამდე უკრაინული მხარის თანახმად, მან ათეულობით რუსული თვითმფრინავის განადგურება შეძლო, აქედან ექვსის – ომის პირველ დღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები