10 სექტემბერს ბიონსემ 41 წლის იუბილე საზეიმო ვითარებაში აღნიშნა. დისკოს სტილის წვეულებას უამრავი ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის კიმ და ქლოე კარდაშიანები, ადელი, რიჩ პოლი, ტრისტან ტომპსონი და სხვები.
ყურადღება მიიქცია კი კარდაშიანია ჩაცმულობამ. რეალითი შოუს ვარსკვლავი ბრწყინავდა საყვარელი ბრენდის „ბალენსიაგას“ მიერ შექმნილ მბზინავ კომბინეზონში, რომელიც ლეოპარდის პრინტით იყო გაფორმებული. კიმ კარდაშიანი დემნა გვასალიას მუზაა და თითქმის ყველგან, სწორედ ქართველი დიზაინერის სამოსით ჩნდება.
დემნა გვასალიას მორიგი შედევრი – კიმ კარდაშიანის მეორე ეფექტური გამოჩენა