LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი და კაილი ჯენერი ახალი არომატისთვის გაერთიანდნენ (ფოტო/ვიდეო)

238
kylie-jenner-kim-kardashian-1

კიმ კარდაშიანმა კაილი ჯენერისთან კოლაბორაციის შესახებ განაცხადა. გაირკვა, რომ ნახევარდები პირველი ერთობლივი პროექტის გარშემო გაერთიანდნენ, რომელიც პარფიუმერიული ხაზის ახალ არომატს წარმოადგენს.

38 წლის სატელევიზიო სახის ინფორმაციით, ვარსკვლავური წყვილის დუეტი 24 აპრილს გაყიდვაში 40 დოლარიან სუნამოს ჩაუშვებს, რომლის ფლაკონის ფორმა ტუჩია.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პროდუქტი ხელმისაწვდომი სამ ფერში იქნება.

კანიე უესტის მეუღლის თქმით, პარფიუმერიაში წითელი ლოტუსის ყვავილი, ქარვა და პეონი შედის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები