ინსაიდერების ცნობით, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი დაშორების ზღვარზე არიან. მიზეზად კი რეპერის არამყარი ფსიქიკური მდგომარეობა სახელდება.
ცნობილია, რომ განქორწინების თაობაზე კიმი უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ადვოკატთან. სიტუაცია კი იქამდე დაიძაბა, რომ წყვილს სხვადასხვა საძინებლებში სძინავს. მათივე მტკიცებით, კარდაშიანს თავი მარტოხელა დედა ჰგონია, რადგან კანიე მხოლოდ საკუთარი ალბომის პოპულარიზაციით არის დაკავებული.