LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი და ლუის ჰამილტონი ერთად გამოიჭირეს – რა დაჯდა ახალი ჰოლივუდური წყვილის „სასიყვარულო ვოიაჟი“

395
page

კიმ კარდაშიანი და „ფორმულა 1“-ის ვარსკვლავი, ლუის ჰამილტონი ერთად პირველად გადაიღეს. საუბარია მათ „საიდუმლო რომანზე“.

ისინი შაბათს, ძვირადღირებულ სასტუმრო Estelle Manor-ში დაბინავდნენ. 41 წლის ლუის ჰამილტონი სასტუმროში ცალკე მივიდა.

წყაროს ინფორმაციით, კიმი აშშ-დან დიდ ბრიტანეთში სპეციალურად რომანტიკული უქმეების გასატარებლად ჩავიდა. წყვილმა ერთად ისიამოვნა ვახშმითა და წყვილებისთვის განკუთვნილი მასაჟით.

კარდაშიანი დიდ ბრიტანეთში საკუთარი პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდა, რომლის ღირებულება 100 მილიონი ფუნტია და მხოლოდ 24 საათი გაატარა ახალ რჩეულთან ერთად. წყვილს სამი პირადი მცველი იცავდა.

ინსაიდერების თქმით, ისინი სასტუმროს მთავარ შენობაში ერთ ოთახში დარჩნენ. რომლის ღირებულება ღამეში მინიმუმ 1,000 ფუნტიდან იწყება. მათ ასევე ისადილეს კერძო სივრცეში და ისარგებლეს სპა-ცენტრით.

ვარაუდობენ, რომ ოთახის, სპა-სერვისებისა და მგზავრობის ხარჯების ჩათვლით, კიმისა და ლუისის „სასიყვარულო ვოიაჟი“ 120,000 ფუნტამდე დაჯდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: ქორწილია, ქორწილი! – 45 წლის კიმ კარდაშიანი და 32 წლის მეთიუ ნოსკა მალიბუს სანაპიროზე

„ეს იყო ბოლო წვეთი… მასთან ერთად არასდროს იცოდი, დილით რა დაგხვდებოდა“ – კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან ტოქსიკურ ურთიერთობაზე ღიად პირველად ისაუბრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები