კიმ კარდაშიანი, რომელმაც მშობიარობის შემდეგ საგრძნობლად დაიკლო წონაში, ამჯერად კიდევ უფრო თამამი ჩაცმულობით გამოჩნდა. რეალითი-შოუს ვარსკვლავი პაპარაცებმა სანტა-მონიკაში გადაიღეს, როცა ის მოკლე, ტანზე მომდგარი მოკლე შარვლით და ტყავის ქურთუკით სტუდიისკენ მიემართებოდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია დეკოლტირებული თეთრი ბლუზა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
როგორც სხვა დროს, ამჯერადაც კიმ კარდაშიანი ცდილობდა ყველა რაკურსით მომხვდარიყო პაპარაცების ობიექტივში, რათა მედიას კიდევე ერთხელ განეხილა მისი ახალი სტილი და წონის ეფექტი.
