2016 წლის 7 მარტს, სექსუალური ფოტოების მოყვარულმა კიმ კარდაშიანმა ინსტაგრამის გვერდზე შიშველი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით ”როცა არაფერი გაქვს, რომ ჩაიცვა” – რასაც მისი გულშემატკივრებისგან ნეგატიური ტალღა მოჰყვა.
ამ თემას პოპულარულმა კარდაშიანმა ვრცელი ესსე მიუძღვნა საკუთარ საიტზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა:
”მე ეს პოსტი დავწერე იმიტომ, რომ ყველას ყველაფერი ავუხსნა… სერიოზულად! არასდროს მესმოდა ის, თუ რატომ ნერვიულობენ ადამიანები სხვის ცხოვრებაზე? მე არ ვარ ნარკოტიკების მომხმარებელი, თითქმის საერთოდ არ ვსვავ, ვცდილობ არ დავუშვა შეცდომები, მაგრამ, მაინც ცუდ მაგალითად ვითვლები საზოგადოებაში? რატომ? იმიტომ რომ საკუთარი სხეულით ვამაყობ?
ჩემდამი მსგავსი დამოკიდებულება 13 წლის წინ გადაღებული ვიდეოს შემდეგ ჩამოყალიბდა. 13 წელი ეს ძალიან დიდი დროა, თუმცა, ადამიანებს ეს ყველაფერი არ დავიწყებიათ. მას შემდეგ მე ბევრი რამ გადავიტანე და გადავწყვიტე უკეთესი გავმხდარიყავი. რატომ უნდა მივაქციო ყურადღება სხვების საუბარს? იყავით ის რაც ხართ და მომეცით საშუალება ვიყო, ის რაც ვარ” – განაცხადა კიმ კარდაშიანმა.