თავის პირად „ინსტაგრამზე“ კიმ კარდაშიანმა ყველანაირი აქტივობა შეწყვიტა, თუმცა სხვა ექაუნთებს ხელი არ შეუშლია მისთვის, საზოგადოებას თავი შეახსენოს.
გვერდმა @kimoji, რომელიც ასევე რეალითი-შოუს ვარსკვლავს ეძღვნება, ახალი და საკმაოდ თამამი პოსტი გამოაქვეყნა. ორ ვიდეოში თეთრეულში გამოწყობილი უცნობი ქალბატონი პროვოკაციულ პოზებში ტვერკს ასრულებს.
არის თუ არა ეს საიდუმლო პროექტის ნაწილი, დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი.
