კიმ კარდაშიანმა ,,ინსტაგრამის” 139 მილიონზე მეტ გამომწერს საარქივო ფოტოები გაუზიარა. ფოტოებზე, ამერიკელი ვარსკვლავის მეუღლის, კანიე უესტის ქოწილისთვის მზადების პროცესია აღბეჭდილი.
როგორც ჩანს, 38 წლის სელებრითს ნოსტალგია შემოაწვა, რადგან 24 მაისს ის 41 წლის რეპერთან ქორწინების 5 წლის იუბილეს აღნიშნავს.
თეთრ რაშზე ამხედრებული კიმ კარდაშიანი (ფოტო)
კიმ კარდაშიანმა საკუთარი კოსმეტიკური ხაზის, KKW Beauty-ის ახალი კოლექციის, Mrs. West გამოსვლის შესახებ განაცხადა.
კადრებში ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი წელს ზევით შიშველი მაშინ არის გადაღებული, როცა ის კოსტიუმს არჩევს, პერანგის სახელოს შეკვრაში კი კორტნი კარდაშიანის ექს-ბოიფრენდი, სკოტ დისიკი ეხმარება.



შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა 2014 წლის 24 მაისს იქორწინეს. ისინი ოთხი შვილის მშობლები არიან.
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ (ფოტო)
კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის მეოთხე შვილის სახელი და ბიჭუნას პირველი ფოტო
