რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკელ ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანს და მუსიკოს კანიე უესტს მესამე შვილი შეეძინათ. კიმ კარდაშიანსა და კანიე უეტს 5 წლის ქალიშვილი ნორტი და 3 წლის ვაჟი სეინტი ჰყავთ. მესამე ბავშვი კი წყვილს სუროგატმა დედამ გაუჩინა.
ახლადშობილ ქალიშვილს კიმ კარდაშიანმა ჩიკაგო დაარქვა, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლების გაკვირვება გამოიწვია
Chicago West. https://t.co/3MyLwcIzTh
— Kim Kardashian (@KimKardashian) January 19, 2018
ამ პოსტს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა :
„ეს სახელი საგზაო ნიშანს ჰგავს.“ „მშვენიერი სახელია, იმ შემთხვევისთვის, თუკი სხვას ვერაფერს მოიფიქრეს.“- დაწერეს მომხმარებლებმა კარდაშიანის პოსტზე.