LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოში განადგურებული ყველაზე ძვირიანი ავტომობილების ტოპ-5

65

არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც კარგი კადრის გამო გადასაღებ მოედანზე ძვირადღირებული ავტომობილების დამტვრევა უწევთ. ზოგჯერ ეს გამიზნულად სულაც არ ხდება.

 

 

 

 

პირველი ადგილი Chevrolet Camaro-ს ერგო, რომელმაც „ტრანსფორმერების” მესამე ნაწილში „ბამბლბის” როლი შეასრულა.

მეორე პოზიციაზე ჯეიმს ბონდის Aston Martin DBS გავიდა, რომელიც „შეწყალების კვანტუმში” „თამაშობდა”. სულ გადაღებებისას ასეთი რვა ავტომობილი დაზიანდა, აქედან ერთ-ერთი კადრს მიღმა განადგურდა. მძღოლს ავტომობილი გადაღებებზე მიჰქონდა და ტბაში აღმოჩნდა.

სამეულს Ford Mustang ასრულებს, რომელიც ფილმში, „გატაცება 60 წუთში” ჩანს. ის 11 ეgზემპლარი აიწყო, ორი მათგანი კი გადაღებებისას განადგურდა.

ჩამონათვალს ფილმ „ტაქსის” მეორე ნაწილის „პერსონაჟი”, Mitsubishi Lancer Evolution ასრულებს. სპორტქარი ფილმის ბოლოს დაიმტვრა, ამ ეპიზოდში ოპერატორი, ალენ დიუტატრი დაიღუპა.

კინოში დამტვრეული ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების ხუთეულს Studebaker US6 ასრულებს, რომელიც საბჭოთა ფილმში „შეხვედრის ადგილი არ იცვლება” მონაწილეობს. ამბობენ, რომ ეს ავტომობილი დღემდე არსებობს, მაგრამ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ერთ-ერთ ბაზაზე ინახება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები