პოპულარული წყვილი სერიალიდან „სამეფო კარის თამაშები“ კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მუდამ მედიის ყურადღების ცენტრში არიან. ამჯერად მსახიობები ნიუ-იორკში რომანტიკული პაემანის დროს დააფიქსირეს, როცა ხელჩაკიდებული შეყვარებულები ქუჩაში სეირნობდნენ. კიტ ჰარინგტონი ჩვეულებისამებრ ბრიტანულ სტილში, პიჯაკსა და ჯინსებში იყო გამოწყობილი. სპორტულ სტილში გადაწყვიტა ნიუ-ორკში გასეირნება როუზ-ლესლიმაც.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა ნიშნობის შესახებ ოფიციალურად სექტემბერში, გამოცემა The Times-ის საშუალებით აცნობა გულშემატკივარს.