Porsche-ს ავტომობილები ხშირად ხდებიან ხელოვანი ადამიანების შთაგონების წყარო. პოლონელი არტისტი ადა ზელინსკა კიდევ უფრო შორს წავიდა და კლასიკური ორკარიანი 911 უჩვეულო არტ-ობიექტად აქცია. თუმცა, ამისათვის მანქანის ჩაძირვა გახდა საჭირო. სინამდვილეში ეს ყველაფერი ხელოვნური ინსტალაციაა და სუპერქარისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება უმტკივნეულოდაა შესაძლებელი.
უნიკალური პროექტი ყოველწლიური არტ-ფესტივალისთვის Gdynia Design Days შეიქმნა. 2022 წლის გამოფენის თემა ოკეანეს და კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება. ავტომობილის შემთხვევაში, ავტორის ჩანაფიქრით მოდელი ბალტიის ზღვაში მოხვდა და იქ რამდენიმე წელი გაატარა.
