LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლაუსტროფობია

128
კლაუსტროფობია

კლაუსტროფობია წარმოადგენს დახურული სივრცის ირაციონალურ შიშს, რაც ხშირად იწვევს შფოთვას და ქცევითი შეზღუდვების განვითარებას. ამ მდგომარეობის მქონე ადამიანები ხშირად თავს არიდებენ შეზღუდულ სივრცეებს, როგორიცაა ლიფტები, გვირაბები. კლაუსტროფობიის სიმპტომები ხშირად ვლინდება შემდეგ სიტუაციებში: ლიფტები; გვირაბები; პატარა ოთახები, ფანჯრების გარეშე; თვითმფრინავები; საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ოფლიანობა; კანკალი; შემცივნება; ქოშინი და სუნთქვის გაძნელება; გულის აჩქარება; გულმკერდის ტკივილი ან შებოჭილობის შეგრძნება; თავბრუსხვევა და სისუსტის შეგრძნება; სხეულის დაბუჟება; პირის სიმშრალე;  კონტროლის დაკარგვის შიში; სიკვდილის შიში; გადაჭარბებული ფოკუსირება საკუთარ შიშზე; გონების დაკარგვის შიში; დახურული სივრცის დატოვების ძლიერი სურვილი. 

კლაუსტროფობიის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია, მაგრამ ხშირად უკავშირდება ადრეულ ბავშვობაში განვითარებულ ტრავმულ გამოცდილებას. თუ მშობელს აქვს კლაუსტროფობია ან განიცდის ძლიერ დისკომფორტს დახურულ სივრცეებში ყოფნისას შესაძლოა შვილსაც განუვითარდეს მსგავსი მდგომარეობა. კლაუსტროფობია გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე და ზღუდავს მათ. თუმცა, მისი მკურნალობა შესაძლებელია და მოიცავს შემდეგ მეთოდებს: კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, რაც მიზნად ისახავს შიშის გამომწვევი აზრების შეცვლას და ქცევითი რეაქციების მოდიფიცირებას; , რომელიც ეფექტურია ტრავმული გამოცდილებების დამუშავებისთვის;

მედიკამენტოზური თერაპია გამოიყენება როგორც ძირითადი, ისე თანმხლები სიმპტომების სამკურნალოდ. მკურნალობის ეფექტურობა იზრდება ფსიქოთერაპიის და მედიკამენტოზური თერაპიის ერთდროულად გამოყენების დროს. მკურნალობის სწორი მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ფსიქოთერაპევტის და ფსიქიატრის დახმარებით შესაძლებელია კლაუსტროფობიის სიმპტომების ეფექტური მართვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები