LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა „მედინას“ სანიტარს, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს დაზიანებები მიაყენა, პატიმრობა შეეფარდა

607
ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბათუმის კლინიკა „მედინას“ სანიტარი, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა, პოლიციამ დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართა განზრახ მკვლელობის მცდელობა გულისხმობს.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ დედას დღეს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა, პროცესი ქალის დაუსწრებლად გაიმართა, რომელსაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი ხელმძღვანელობდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 აპრილს 13:30 წუთზე ჩაინიშნა.

„დასრულდა მეორე ოპერაცია… ცოტა გაუმჯობესება გვაქვს, იმედის ნაპერწკალი ჩაგვესახა“ – რას ამბობს ბათუმის კლინიკის დირექტორი ჩვილზე, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა

ბათუმის კლინიკა “მედინაში” კლინიკის სანიტარმა კვირას გამთენიისას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g