LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლოპი LGBT Awards-ზე წარადგინეს: პრემიის ნომინანტები ცნობილია

127
image

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პრემია British LGBT Awards-ის ერთ-ერთი ნომინანტი გახდა. ეს არის ყოველწლიური ჯილდო, რომელიც გადაეცემათ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ლგბტ-საზოგადოების მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან.

კლოპი მოხვდა ნომინაციაში „მოკავშირე-ცნობილი ადამიანი“. გერმანელი მოუწოდებდა ფანებს თავი შეეკავებინათ ჰომოფობიური შეძახილებისგან და მხარი დაუჭირა აქციას Rainbow Laces.

ამ პრემიისთვის მისი კონკურენტები არიან „ფორმულა 1“-ის პილოტი ლუის ჰემილტონი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ლგბტ-ს უფლებების შესახებ საუბრობდა.

ნომინაციაში „წლის ადამიანი“ წარდგენილია „ადელაიდა იუნაიტედის“ მცველი ჯოშუა კავალიო, პირველი ფეხბურთელი უმაღლეს დივიზიონებში, რომელმაც ქამინგ-აუთი გააკეთა (ადამიანის მიერ სექსუალური ან გენდერული უმცირესობის წევრობის ნებაყოფლობითი აღიარება).

მისი კონკურენტები არიან აშშ-ს ქალთა ნაკრების მოთამაშე მეგან რაპინო, სამხრეთაფრიკელი მძლეოსანი კასტერ სემენია, ახალ ზელანდიელი ძალოსანი ლორელ ჰაბარდი, ბრიტანელი წყალში მხტომელი ტომ დეილი, „არსენალის“ თავდამსხმელი ბეტ მიდი, სკეიტბორდისტი ალან სმიტი, უელსელი მძლეოსანი კოლინ ჯექსონი, ქალთა „სიტისა“ და ინგლისის ნაკრების მცველი დემი სტოუქსი, ასევე პარალიმპიური თამაშების მონაწილე, ბრიტანელი კანოისტი ემა უიგსი.

დაჯილდოების ცერემონია 24 ივნისს ლონდონში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები