LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოალიცია „ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

186
კოალიცია „ცვლილებისთვის“

კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება კოალიციის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები არის გაყალბებული, შესაბამისად, შედეეგბი არალეგიტიმურია.

ნიკა მელია: „ბევრი ალბათ დაიღალა, მძიმე და შრომატევადი დღეები იყო, თუმცა ბრძოლის ეტაპი იყო, ახლა კი ახალი იწყება – ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა; შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს“

მისი სიტყვებით, დღევანდელი მდგომარეობა სხვა არჩევნებისგან განსხვავებულია და ამით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპული კურსი მოიპარა.

„ჩვენ საკუთარ მანდატებზე ვამბობთ უარს“. – განაცხადა ნანა მალაშხიამ განცხადებაში, რომელიც მან კოალიცია ცვლილებისთვის“ პირველი ოცეულის სახელით გააკეთა.

„იქ, სადაც მე ვარ, რაშიც მე ვმონაწილეობ, ამ სრულად გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია სრულიად გამორიცხულია“ – ნიკა გვარამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g