მომღერალი, „თეატრალურის კვარტეტის“ წევრი კობა ჭეფხოძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მომღერლის სიტყვებითვე, „ძალიან შეწუხებულები არიან მისი პოზიციით“.
კობა ჭეფხოძე წერს, რომ ყველანაირ ძალადობას ემიჯნება და აქვე, მიმართვის ადრესატებს მოუწოდებს, „სიტყვები გააკონტროლონ და ქართველობას და ქვეყნის სიყვარულს ნუ ასწავლიან“.
„მოგესალმებით ყველას. ვინც მიცნობს, ალბათ ისიც იცის, რომ არ გამოვირჩევი სოციალურ ქსელებში „კლავიატურაზე კაკუნით“. მინდა მივმართო ჩემს ძალიან ახლობლებს, რომლებიც ძალიან შეწუხებულები არიან ჩემი პოზიციით. მინდა მათ ვუთხრა კიდევ ერთხელ, რომ ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, საქართველო არის ევროპა და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. რუსეთი მტერია და ოკუპანტი, აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა. მე და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს გვინდა ევროპული მომავალი.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც მივმართავ და ძალიან კარგად მიხვდებიან ვისაც მივმართავ, ქართველობას და ქვეყნის სიყვარულს ნუ მასწავლით, ძალიან გთხოვთ, თქვენ მართლა პარტიიდან პარტიაში მოხტუნავეებო. სიტყვები გააკონტროლეთ და ერთი ადგილი დააყენეთ და მერე მასწავლეთ ჭკუა და ისწავლეთ ისიც, რომ სამშობლო, დედა, მამა, ოჯახი და სარწმუნოება ძვირფასია და მერე მელაპარაკეთ სხვა დანარჩენზე. მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს ჩემი ადამიანობით და პროფესიით და სხვა პრეტენზია არ გამაჩნია თქვენსავით. ადგილი იპოვეთ და თავი იპოვეთ და დამიჯერეთ, სამშობლოს უფრო გამოადგებით“, – წერს კობა ჭეფხოძე სოციალურ ქსელში.
მოგესალმებით ყველას❤️ვინც მიცნობს ალბათ ისიც იცის რომ არ გამოვირჩევი სოციალურ ქსელებში “კლავიატურაზე კაკუნით”მინდა…
Posted by Koba Shemoqmedeli-Chepkhodze on ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024