LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე „ალტ-ინფოზე“: პარტიის აკრძალვა ადამიანის ძირითად უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი უმძიმესი ფორმაა

129
ირაკლი კობახიძე და ალტ-ინფო

„პარტიის აკრძალვა ადამიანის ძირითად უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა“, – ამის შესახებ „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ალტ-ინფოს“ პარტიის აკრძალვის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ქართლი ოცნების“ თავმჯდომარეს ომბუდსმენის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე ჰკითხეს, რაზედაც კობახიძემ უპასუხა, რომ სახალხო დამცველმა თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ეწინააღმდეგება.

პაპუაშვილი „ალტ-ინფოს“ აკრძალვის შესახებ ომბუდსმენის სარჩელზე: სახალხო დამცველს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება არ აქვს

„ჩვენ, ბუნებრივია, „ალტ-ინფოს“ მიმართ არავითარი სიმპათიები არა გვაქვს, მით უმეტეს რამდენიმე დღის წინ ოფისთან იყვნენ მოსული და გვაგინეს, მაგრამ რაც შეეხება სახალხო დამცველის ინიციატივას, როგორც იურისტი შევაფასებდი, რომ სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით არის მთავარი ადვოკატი, ანუ ეს არის მისი კონსტიტუციური ფუნქცია და ყოველ ჯერზე მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება მიუღებელ ადამიანს, დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს იმას, თუ რამდენად არის მისი უფლებები დაცული.

ამ შემთხვევაში კომიკური რა არის – როდესაც საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, ეს არის ამ ძირითად უფლებაში (პარტიების თავისუფლება არის ადამიანი ძირითადი უფლება), ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა, შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა.

ასეთ დროსაც სახალხო დამცველი ყველა შემთხვევაში უნდა გამოდიოდეს როგორც ადვოკატი, თუმცა სახალხო დამცველი, რომელიც არის კონსტიტუციის მიხედვით ადვოკატი, თავის თავზე აიღო პროკურორის ფუნქცია, რაც ზუსტად ეწინააღმდეგება მის მანდატს.“ – განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვრცლად ირაკლი კობახიძის განცხადებები:

კობახიძე: რუსეთისთვის საქართველოში ომი მძიმე იქნება, ათეულ ათასობით სამხედრო უნდა მოაცდინოს

სცენაზე ვინც იდგა, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო – კობახიძე „შინ ევროპისკენ“ აქციაზე

კობახიძე: ვიღაცებისთვის ივანიშვილის არსებობა პრობლემაა და ყველა თავისი უბედურების პრობლემას ამ კაცში ხედავენ, რაღაც სინდრომია, შეიძლება ფსიქიატრებმა ამას დიაგნოზი მოუძებნონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g