„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საბაბიც კი არ არსებობს იმისთვის, რომ დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. მისივე სიტყვებით, „რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმედი, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინის ხელისუფლების მეშვეობით დაიბლოკება“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უშუალოდ უკრაინელ პოლიტიკოსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დავით არახამია „უსამშობლო ადამიანია“.
„გუშინ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და ასეთი რამ თქვა, რომ ზელენსკის შეუძლია დაბლოკოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. ვიღაცებს ამის იმედი აქვთ, რომ უკრაინის ხელისუფლება იქნება გამოყენებული კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად. რაც შეეხება პირადად არახამიას, მას სამშობლო არა აქვს.
„მე მგონი პირდაპირი მნიშვნელობით ხელისუფლების განზრახვა ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს პატიმრობაში“ – არახამია
დავით არახამიას თქმით, უკრაინა აპირებს, რომ ყველა საერთაშორისო მონაწილე ჩართოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის საკითხში
არც უკრაინა არის მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი. არცერთი სამშობლო არ აქვს მას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინა და საქართველო.
აქედან გამომდინარე, თუ ის იმოქმედებს არაპატრიოტული ინტერესების კარნახით უკრაინის ან საქართველოს მიმართ, ის სხვა ინტერესების კარნახით მოქმედებს, რაზედაც დეტალებში საუბარი არ მინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს კაცი ვერანაირად ღირებული ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადამწყვეტი იქნება არა უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, არამედ „გლობალური ომის პარტიის“.