LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ კეზერაშვილს მისი მართვა მოეხერხებინა – თავადაც დეგრადირებულია

133
ირაკლი კობახიძე და დავით კეზერაშვილი

„მაინც და მაინც ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა. თვითონ კეზერაშვილიც არის დეგრადირებული და უინტელექტო ადამიანი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კეზერაშვილმა ფული ბიზნესის რეკეტით, ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების გაძარცვით იშოვა:

კობახიძე: „კეზერაშვილის ფული სისხლიანი, რეკეტით და ძარცვით ნაშოვნია, ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე მილიონები იშოვა“

„კეზერაშვილის ბუნება იქიდანაც ჩანს, რომ მან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩია ლევან ხაბეიშვილი. მას სხვანაირ ადამიანებთან არ შეუძლია ურთიერთობა, სხვანაირი ადამიანების მართვა მას არ შეუძლია, მაინც და მაინც ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა.

თვითონ კეზერაშვილიც არის დეგრადირებული და უინტელექტო ადამიანი. არ არის ეს სასაცილო, ნამდვილად ასეა.

კეზერაშვილი: აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში

სამარცხვინოა ამ კაცის განცხადებები. ყველამ იცის რა მასშტაბის კორუმპირებული კაცია კეზერაშვილი. მან ფული იშოვა რის ხარჯზე? ბიზნესის რეკეტი, მთავარი დანაშაული და რამდენად სისტემური იყო ბიზნესის რეკეტი ეს ყველას ახსოვს.

ის ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო და მერე გააგრძელა არაფორმალური ოპოზიციიდან ბიზნესის ძარცვა, გაძარცვა ქართული ჯარი და ამჟამადაც ის ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს.

ანუ სამი მიმართულებით შოულობდა ფულს ის და სამივე არის ერთმანეთზე სამარცხვინო და ასეთ დროს ეს კაცი, რომ საუბრობს რაღაცებზე, ამაზე კომენტარიც კი არ არის საჭირო.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ფორმულას“ დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა: დავით კეზერაშვილს 5 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები