LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი, რეკეტიორი დაჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან

32
ირაკლი კობახიძე

„მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი, რეკეტიორი და ა.შ. დაჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, როგორც საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ევროსაბჭოში იმყოფებოდა და უკრაინის დელეგაციის სახელით შეხვედრებს ესწრებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობა წლებია გრძელდება. მისი თქმით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი ომამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო.

წულუკიანი: დრომ გვაჩვენა, რომ შეიძლება უკრაინას შეაფარო თავი და იყო ძებნილი, მაგრამ ერთ დღეს მოგიწიოს საქართველოში კონტეინერით ჩუმად შემოპარვა და მერე ციხეში მოხვედრა

„უკრაინის ჯერ წინა ხელისუფლება, შემდეგ მოქმედი ხელისუფლება იფარებს უმძიმეს დამნაშავეებს, კრიმინალებს, რაც რა თქმა უნდა, ერთგვარი უპატივცემულობის გამოვლინებაა ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა დღეს, უკრაინა იმყოფება ომის მდგომარეობაში. გარდა ამისა, უკრაინელი ხალხი არის ისტორიულად ჩვენი მეგობარი ხალხი და ამას ვცემთ პატივს.

ასეთი უმძიმესი ნაბიჯების მიუხედავად, ასევე მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი, რეკეტიორი და ა.შ. დაჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, როგორც საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ „ცალმხრივი მეგობრობა შენარჩუნდება“.

კობახიძე კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო: დაველოდოთ მოვლენების განვითარებას – უფლება არ მაქვს საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები