LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ 9 მოთხოვნა

138
BeFunky-collage (7)

პრაქტიკულად, თითქმის ერთპარტიულად მოვახერხეთ ჩვენ თავის დროზე 12 პუნქტის შესრულება, რის საფუძველზეც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა – ახლაც მზად ვართ, რომ თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ 9 მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, 9 დათქმის შესრულებაში სხვა პარტიებიც თუ ჩაერთვებიან, „კარგი იქნება“.

„თუ იქნება სხვა პარტიების ჩართულობა უზრუნველყოფილი, ეს კარგი იქნება, თუმცა „ლელოს“ და სხვა რადიკალური პარტიების იმედი ჩვენ არც წარსულში გვქონდა და ვერც მომავალში გვექნება.

მათ აირჩიეს საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი და ალბათ, ამ რადიკალურ დღის წესრიგს გაჰყვებიან.

9-პუნქტიანი გეგმა თავის დროზე ერთობლივად შევადგინეთ – მთავრობა, პარლამენტი ერთად ვიყავით ჩართული ამ გეგმის მომზადებაში და იმ სამოქმედო გეგმას გავყვებით, რომელიც მთავრობის მიერ არის ოფიციალურად დამტკიცებული.

რაც შეეხება ვადებში მცირე აცდენებს, ამ აცდენებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა სამუშაო ფორმატში, მათ შორის ოპოზიციასთან საუბარი – თუ რაღაც საკითხები საჭიროებს მეტ კონსულტაციებს, მზად ვართ, რომ მეტი დრო დავუთმოთ ანუ ფორმალურად ამ ვადებს არ გავყვებით, თუმცა მეტი კონსულტაციების საჭიროება თუ იქნება, ამ შემთხვევაში გაგრძელდება კონსულტაციები. მთავარია, რომ ხარისხიანი შედეგი მივიღოთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g