LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ 20%-ს ძალიან დიდი ხანია ჩამოცილებულია, პარტიები 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებენ, ასეთ პირობებში, ენმ-ის ხელისუფლებაში დაბრუნება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად რჩება“

140
Untitled design

„სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია, ამიტომ ემთხვევა მისი რიტორიკა „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას ერთი ერთში. როცა საუბარია ანტიდასავლურ ქმედებებზე, ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საარჩევნო ბარიერზე საუბრის დროს განაცხადა.

კობახიძს თქმითვე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად რჩება“.

„ჩვენი მხარდაჭერა დღეს 60%-მდეა, ამ ერთი წლის განმავლობაში 55%-დან 60%-მდე მერყეობდა, რაც 2012 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ანუ გასული ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებისგან 55-დან 60%-მდე ურყევი მხარდაჭერა გვაქვს.

ასეთ ვითარებაში, ზოგადად კოალიცია, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ვიდრე არჩევნები ჩატარდება წინ არის 7-8 თვე, მაგრამ არსებით ცვლილებებს ბუნებრივია, არ ველოდებით. ოპოზიცია განსაკუთრებით, მისი რადიკალური ნაწილი მარცხისთვისაა განწირული. როცა საუბრობენ კოალიციაზე, აქ სინამდვილეში, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება იგულისხმება. გასაგებია, ამ ყველაფერში რაც იგულისხმება, „ნაცმოძრაობის“ გარეშე უნდა შეიქმნას კოალიცია, აქ ჩაერთვება სალომე ზურაბიშვილი, „ლელო“ და ა.შ. ეს ყველა ერთი ხალხია, ერთი ნიშნით არიან წარმოდგენილები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბრობს, ეს რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ვერანაირი შეფუთვით „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება.

ჩვენი მხარდაჭერა მუდმივად 55-დან 60%-მდეა. ოპოზიციას რაც შეხება, „ნაცმოძრაობის“ ბოლო რეიტინგი 18% იყო, 20%-ს ძალიან დიდი ხანია უკვე ჩამოცილებულია, ვერც ერთი სხვა პარტია დღევანდელი მოცემულობით 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს, ასეთ პირობებში, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად რჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები