LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „ნაცმოძრაობა“და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ამით ქვეყანას არაფერი დააკლდება

149
ირაკლი კობახიძე

„ოპოზიცია ზის დღეს პარლამენტში, რადიკალური ნაწილი თუ არ იქნება, ამით ქვეყანას არაფერი დააკლდება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც იგი ენმ-ის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყანაში სიმშვიდეა, რომელსაც ვერავინ დაარღვევს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „უკან რომ დაიხიეს, ეს თავისთავად მეტყველებს მათ არათანმიმდევრულობაზე, რაც თავისთავად კარგია“:

მელია: „ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას“

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ეფექტიანი ვერ იქნება.

„გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, ასე იყო სიტყვა სიტყვით ნათქვამი, დღეს უკან დაიხიეს და დაენანათ როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები. საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია, მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ, რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება„ნაცმოძრაობა“.

„ნაცმოძრაობა“და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე – უფრო მეტად კონსტრუქციული იქნება საპარლამენტო სამუშაო გარემო.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის და საპარლამენტო მუშაობას წყვეტს.

გარდა ამისა, როგორც „ფორტუნას“ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ისინიც წყვეტენ.

იაგო ხვიჩია: „ნაცებს“ მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა არც დაუწყიათ, აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი ვერც საქმიანობის შეწყვეტაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g