LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე პრაიდზე: ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე

103
e2b99f25f8abc46596073ed6d1d42d35-XL

მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება – მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრაიდის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

წამყვანის რეპლიკაზე, “ეკლესიას უგორებთ კოჭს?” კობახიძე ასე პასუხობს:

“ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედი მაქვს, ეკლესია მე გამომიგორებს კოჭს”.

კობახიძის თქმით, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება.

“მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით. ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედია, მე გამომიგორებს ეკლესია კოჭს. მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება, ეს იქნებოდა ასეთი გადაწყვეტილება. მთელი კონტექსტი ხომ იცით, ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ, თუმცა რაც არის ეგ არის”. – განაცხადა კობახიძემ.

Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g