LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კობახიძე რატომ საუბრობს პროკურატურაზე?“ – ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

176
Untitled design (2)

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს იძენდეს“.

„ზურაბიშვილი დარჩება არა საქართველოს პრეზიდენტად, არამედ ექსკლუზიურად „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად.. მან შეიწყალა კრიმინალები“ – ირაკლი კობახიძე 

ხატია დეკანოიძის თქმით, „თუ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს საქართველოსთვის ძალიან მძიმე იქნება“.

„ეს არის გაფრთხილება, რომელიც მას კობახიძემ მისცა. კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რატომ საუბრობს პროკურატურაზე? არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე მოცემულობა და შედეგი საქართველოსთვის..

„ივანიშვილის მითოლოგიზაცია ძალიან საშიშია. ის არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსეთთან და დაკავებულია საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებით, ამიტომ მას არ სჭირდება პროდასავლური ანტურაჟი. მმართველი პარტია, რომელიც ასევე დაკავებულია რუსული გავლენების გაძლიერებით, არის მისი სახე. ყველაფერს გამოაჩენს დრო, მე არ შემიძლია წინასწარმეტყველება, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ იმპიჩმენტი იყო პროცესი პროცესისთვის, რომლითაც მმართველი პარტია შეეცადა, გადაეფარა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ეხება ფარცხალაძის დასანქცირებას, ღარიბაშვილის კორუფციას და ასე შემდეგ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი არის 10:0-ზე წაგებული 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები