LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „საბაბსაც არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკოს“

130
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი „საბაბს არ დატოვებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ვინმემ დაბლოკოს.

კობახიძე: ვერ ვიტყოდი, რომ სტატუსის მონიჭების შანსი 50%-ზე მეტია

„ხვალ დეტალური პრეზენტაცია მექნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12 პუნქტი, რა არის ამ მიმართულებით ჩვენი სამომავლო გეგმები. დეტალურად გავაცნობ საზოგადოებას და მედიას ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია დღევანდელი მდგომარეობა.

რეალობა არის ის, რომ პრინციპულად შევასრულეთ 12-ვე პუნქტი, გარკვეული საკითხები რჩება, რაზედაც, მათ შორის, ევროკომისარი საუბრობდა, ამაზეც გვექნება დეტალური განმარტება.

საბოლოო ჯამში, საბაბსაც არ დავტოვებთ, რომ ვიღაცამ დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ქვეყნის შიგნით ვიცით, ვინც არის, შესაძლოა, ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომელთაც არ სურთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპულმა საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს ჩვენი ქვეყნისთვის“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g