LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძის ხაზია, რომ ამნისტია არ შეეხოს მას, ვინც თანახმა არაა, რაც სამართლებრივად “ნონსენსია”: სალომე სამადაშვილი

40
სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თავად ეკუთვნის ინიციატივა, რომ ამნისტია არ უნდა შეეხოს ადამიანს, თუ ის თანახმა არ არის, რაც სამართლებრივად “ნონსენსია”.

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მიიჩნევს, რომ ამნისტიის პროექტში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის თანხმობის ჩადებით, ირაკლი კობახიძე ცდილობს პროცესები ჩიხში შეიყვანოს.

“როგორც ჩანს, კობახიძის ხაზმა გაიმარჯვა, რადგან ის იყო, ვინც გვაუწყებდა, რომ ამნისტია არ შეიძლება შეეხოს ადამიანს, თუ ის თანახმა არ არის, რაც აბსურდია, სამართლებრივი “ნონსენსი” და ბატონ კობახიძეს, რომელსაც მუდმივად თავი მოაქვს საკუთარი იურიდიული განათლებით, მგონი, უბრალოდ უხერხულია მისთვის მსგავსი იდეების ტირაჟირება,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g