LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი ბრაიანტი პაულო კოელიოსთან ერთად საბავშვო წიგნს წერდა

320
2764351-57109030-2560-1440

კობი ბრაიანტი და პაულო კოელიო ერთობლივ წიგნზე მუშაობდნენ. კობის სიკვდილის შემდეგ მწერალმა შავი ნამუშევარი წაშალა.
წიგნის გამოქვეყნებას კობის გარეშე აზრი არ აქვს.

ლეგენდარული კალათბურთელი ცნობილ მწერალთან ერთად საბავშვო წიგნზე მუშაობდა.

მათ წიგნის შექმნაზე საუბარი 2016 წელს დაიწყეს, როდესაც კობი დიდი სპორტიდან წავიდა. იდეის რეალიზაციას კი 2019 წელს შეუდგნენ.

„ყველაფერი წავშალე, რადგან მის გარეშე გამოქვეყნებას აზრი არ აქვს. ვერაფერს დავამატებდი, რაც მას ან მის ოჯახს ეხება“, – თქვა კოელიომ.

კოელიოს „ალქიმიკოსი“ კობის საყვარელი წიგნი იყო.

 

ამასობაში 2 მლნ ადამიანი იმის მომხრეა, რომ ნბა-ს ლოგო კობის საპატივსაცემოდ შეცვალონ. იდეას მხარი Snoop Dogg-აც დაუჭირა. მან ინსტაგრამზე დაწერა: „ნბა-ს ახალი ლოგო. გავაკეთოთ სწორი რაღაცეები“.
პეტიციის მიზანი 3 მლნ ხელმოწერაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები