LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი და ჯიჯი: ბრაიანტი და მისი ქალიშვილი კალათბურთის ვარსკვლავობაზე ოცნებობდნენ (კობის და ჯიჯის ფოტოები)

1689
5e2e9f6d81d02-

კალიფორნიულ კალაბასასში მომხდარ საშინელ ტრაგედიას მსოფლიო სპორტის უდიადესი მოვლენა კობი ბრაიანტი შეეწირა. მასთან ერთად დაიღუპა კალათბურთელის ქალიშვილი, 13 წლის ჯანა მარია. ვარსკვლავის მემკვიდრე თავადაც კალათბურთის ვარსკვლავობაზე ოცნებობდა.

კობი და ვანესა (კალათბურთელის მეუღლე) ოთხ გოგონას ზრდიდნენ (ყველაზე პატარა სულ რაღაც 7 თვისაა). 13 წლის ჯანა მარიას ფანებისა და მწვრთნელების შეფასებით, კარგი საკალათბურთო მომავალი ქონდა. გოგონას თავად კობიც მხარს უჭერდა. ის პირადად ავარჯიშებდა შვილს. მატჩების დროს კი კალათბურთელების მოქმედებებს უხსნიდა და გუნდურ თამაშს ასწავლიდა.
კობი რეგულარულად ესწრებოდა შვილის თამაშებს. ისინი ნბა-ზე მატჩებზეც ხშირად დადიოდნენ.

როგორ ავარჯიშებს კობი შვილს: ის ოცნებობდა, რომ მისი მამბასიტა ვარსკვლავი გამხდარიყო (ვიდეო)

 

გოგონა ყვებოდა, რომ აშშ-ს ქალთა პროფესიულ ლიგაში (WNBA) თამაშზე ოცნებობდა. ბრაიანტი შვილს მოფერებით ჯიჯის ეძახდა და მისი წარმატებებით ამაყობდა, როდესაც მისი თამაშებისა და ვარჯიშის ვიდეოებს აქვეყნებდა. სამწუხაროდ, ჯიჯის გეგმებს ასრულება არ ეწერა. არადა გოგონას უკვე ქონდა არაოფიციალური მიწვევა კონექტიკუტის უნივერსიტეტიდან, NCAA-ს უძლიერესი ქალთა პროგრამიდან.

ბევრი დარწმუნებული იყო, რომ ჯანა, როგორც მამამისი, დიდი ვარსკვლავი გახდებოდა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები