LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოკა-კოლას“ ძველი ქარხნის ტერიტორიაზე ნიუ-იორკის, პარიზის, მილანის დიზაინის სკოლების ექსპერტები ქართველებს მოდას შეასწავლიან

151
ipiccy-image

„კოკა-კოლას“ ძველი ქარხნის ტერიტორიაზე მშენებარე საგანმანათლებლო ცენტრი პირველ სტუდენტებს 2022 წლის შემოდგომიდან მიიღებს. ეს იქნება შემოქმედებითი ინდუსტრიების საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მსურველები ხელოვნებას და დიზაინს შეისწავლიან.

როგორც Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა სოფო ჭყონიამ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა, ცენტრში სხვადასხვა მიმართულებაზე საზღვარგარეთიდან მოწვეული პროფესორები სტუდენტებს მოდას, დიზაინს, ხელოვნებას, თეატრალურ კოსტიუმირებას შეასწავლიან. მარანგონის, პარსონსის დიზაინის სკოლები, ასევე ნიუ-იორკის, პარიზის, მილანის, ფლორენციის დიზაინისა და ხელოვნების სკოლები, რომის აკადემია – ეს ის მცირე ჩამონათვალია, საიდანაც ჩამოსული ექსპერტები ცენტრში მიღებულ სტუდენტებთან იმუშავებენ.

სოფო ჭყონიას თქმით, იგეგმება უცხოელი პროფესორების მიერ ადგილობრივი ექსპერტების გადამზადებაც. აღსანიშნავია, რომ ცენტრი არა მარტო ადგილობრივ, არამედ უცხოელ სტუდენტებსაც მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g