LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოკო ჯონსმა „სუპერბოულის“ სცენაზე ლეგენდარული უიტნი ჰიუსტონი გააცოცხლა

130
უიტნი ჰიუსტონი

კოკო ჯონსი 2026 წლის „სუპერბოულზე“ მხოლოდ სიმღერით არ გამოირჩეოდა, მან მუსიკალური სფეროს ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს, უიტნი ჰიუსტონს პატივი ღრმა და ემოციური შესრულებით მიაგო.

8 თებერვალს, კალიფორნიაში, სანტა-კლარაში მდებარე Levi’s Stadium-ზე, კოკო ჯონსმა შეასრულა ჰიტი Lift Every Voice and Sing და მოედანზე თეთრ სამოსში გამოვიდა, რომელიც აშკარად მოგვაგონებდა უიტნი ჰიუსტონის ლეგენდარულ თეთრ ლუქს 1991 წლის „სუპერბოულიდან”, როცა მან ამერიკის ეროვნული ჰიმნი შეასრულა.

ჯონსის კოსტიუმი სპეციალურად შექმნა ჰიპ-ჰოპის „ნათლიამ“, დიზაინერმა კარლ კანიმ. ჯონსმა და კანიმ ერთად შეარჩიეს მოკლე თეთრი ჟაკეტი ბრჭყვიალა დეტალებით და ასიმეტრიული ქვედაბოლო დიდი შლეიფით. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ჟაკეტზე განთავსებული წითელი, შავი და მწვანე ზოლი, აფრიკული დროშის ფერები.

უიტნი ჰიუსტონი მეხუთე, ხოლო ბიონსე მეოთხე ადგილზე – დასახელდა ,,ყველა დროის 75 საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ არტისტი”

1991 წელს უიტნი ჰიუსტონს ეცვა კლასიკური, ოვერსაიზ თეთრი სპორტული კოსტიუმი წითელი ზოლით და თეთრი თავსაბურავი, დეტალი, რომელიც კოკო ჯონსმაც გაიმეორა, როგორც ვიზუალური ხიდი თაობებს შორის. „შევინარჩუნეთ სპორტული ხასიათი, მაგრამ მას ელეგანტურობა და დრამატულობა შევმატეთ“ – აღნიშნა კარლ კენიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები