LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლინ ფერტი ვუდი ალენთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს

68

ჰოლივუდის კიდევ ერთმა პოპულარულმა მსახიობმა ვუდი ალენის გარშემო ატეხილ სკანდალს პროტესტით უპასუხა და ცნობილ რეჟისორთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. საუბარია კოლინ ფერტზე, რომელმაც ალენთან თანამშრომლობაზე უარი იმავე დღეს განაცხადა, რაც რეჟისორის აყვანილმა ქალიშვილმა, დილან ფეროუმ მამინაცვლის მხრიდან ძალადობაზე სატელევიზო ინტერვიუში განაცხადა.

ფერტი ვუდისთან ფილმზე „მთვარის შუქის მაგია“ 2014 წელს მუშაობდა, თუმცა, მსახიობი მასთან ყოველგვარ სამომავლო ურთიერთობაზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ფერტის გარდა, ალენთან თანამშრომლობაზე უარი უკვე თქვეს მირა სორვინომ, გრეტა ჰერვიგმა, რებეკა ჰოლმა და ტიმოთი შალამემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები