LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანენ

66
70-1

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN), როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის საკონსულტაციო ორგანომ (WHC), ოფიციალური რეკომენდაცია გაუწია საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების’’ შეტანას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

ერთწლიანი შეფასებებისა და ექსპერტთა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, IUCN-მა სრულად დაუჭირა მხარი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნომინაციის დოკუმენტს.

IUCN–ის რეკომენდაციის საფუძველზე,„კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების’’ ნომინაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის (WHC) 44-ე გაფართოებულ სესიაზე მიიღებენ, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ფუჟოუში, მიმდინარე წლის 16–31 ივლისს გაიმართება.

საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს მთავრობისა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია: მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, როგორც უნიკალური კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, 2019 წელს,  UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს.

IUCN-ის ექსპერტების დასკვნა იხილეთ: https://whc.unesco.org/arc…/2021/whc21-44com-8Binf2-en.pdf

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები