დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ე.წ კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება. როგორც მან აღნიშნა, დადებითობის მაჩვენებლის ერთჯერადი შემცირება არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შეზღუდვები ერთბაშად შემსუბუქდეს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 573 ტესტი
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი უკვე 2,95%-ია
“დადებითობის მაჩვენებლის ერთჯერადი შემცირება შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველს არ იძლევა, ეს უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში. კომენდანტის საათის გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. უნდა დავუკვირდეთ ხვალინდელი შემსუბუქების შემდეგ სიტუაციას, როგორი იქნება, როცა გაიზრდება მობილობა, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი და მეტრო ამუშავდება.
რადგან მსუბუქდება შეზღუდვები, არ დავიჯეროთ, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. ინფექცია დამარცხდება მაშინ, როდესაც აიცრება მოსახლეობის 70% – ამირან გამყრელიძე
მოგეხსენებათ, მომავალი ორშაბათიდან ასევე სერიოზულად გაიზრდება კიდევ მობილობა, როცა სკოლებში სწავლა დაიწყება და ამის შემდეგ იმის მიხედვით, თუ შევინარჩუნებთ იმ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს შემდგომ ნაბიჯზე უკვე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კი დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს და ინციდენტობის მაჩვენებელიც, მაგრამ აბსოლუტურ რიცხვში ის 400 შემთხვევა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ბევრია, ამიტომ ამ მონაპოვარს, რაც გვაქვს ახლა სტაბილიზაციისკენ უნდა გავუფრთხილდეთ. პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, არა დიდ შეკრებებს, არა დიდ ნადიმებს – აი ეს ჩვენ დაგვჭირდება კიდევ კარგა ხანს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან”.
"თუ დადებითობის მაჩვენებელი შენარჩუნდება 4%-ს ქვემოთ, მერე შეგვიძლია, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზეც ვისაუბროთ" - თამარ გაბუნია
"განსაკუთრებით მიშვნელოვანია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება"
