LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ დადებითობის მაჩვენებელი შენარჩუნდება 4%-ს ქვემოთ, მერე შეგვიძლია, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზეც ვისაუბროთ” – თამარ გაბუნია

90
Untitledhghghghg

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ქვემოთ შენარჩუნდება, უკვე შეძლებენ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, უფრო თამამი გადაწყვეტილბები მიიღონ.

გარდა ამისა, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ პირბადის ტარებაზე მონიტორინგი უფრო გამკაცრდება.

„როდესაც ჩავივლით ეტაპობრივი გახსნის ფაზებს და შევხედავთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი ნარჩუნდება 4 პროცენტს ქვემოთ, მერე უკვე შეგვიძლია, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზეც ვისაუბროთ.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი უკვე 2,95%-ია

ეს იქნება რესტორნები და სხვა დანარჩენი ბიზნესი. ინსპექტირების სამსახური ძალიან აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს იმისთვის, რომ ყველა წესი იყოს დაცული. გარდა ამისა, განსაკუთრებით მიშვნელოვანია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება – პირბადის ტარებაზე მონიტორინგი გამკაცრდება“,-აღნიშნა თამარ გაბუნიამ “იმედის” ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 799 პირი

საქართველოში კოვიდ-19-ს კიდევ 14 ადამიანი ემსხვერპლა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g