LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომერციული ბანკების თანამშრომლები პროფესიული დამსახურებისთვის დაჯილდოვდნენ

671
ლიბერთი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ბანკირთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პროფესიული დამსახურების მიხედვით ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

ეროვნულმა ბანკმა საპატიო სიგელით ლიბერთის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი მანანა აკობია დააჯილდოვა. 

მანანა აკობიას საბანკო სექტორში მუშაობის 22 წლიანი უწყვეტი გამოცდილები აქვს. მან კარიერა ოპერატორის პოზიციიდან  დაიწყო და პირველი პირადი ბანკირი იყო ქვეყანაში. 2005 წლიდან მისი მონაწილეობით შეიქმნა და განვითარდა პირადი ბანკირის ინსტიტუტი საქართველოში. 2009 წლიდან იგი ლიბერთის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

მანანა აკობია, ლიბერთის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი:

„ბანკირთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ჩემს კოლეგებს და ყველა გამარჯვებულს. ჩემთვის დიდი პატივია ეროვნული ბანკის ჯილდოს მიღება, მაგრამ კიდევ უფრო მეამაყება, რომ ამ ჯილდოზე ლიბერთის გუნდმა წარმადგინა. ეს არის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა როგორც ჩემი თანაგუნდელების, ასევე, ჩვენი მომხმარებლების წინაშე, რომ მუდმივად გავამართლოთ მათი მოლოდინები.“

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზემეტიმომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები