პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები უნდა განიხილონ, მოძრაობა „ხალხის ძალის“ არადეპუტატი წევრები იმყოფებიან.
პარლამენტში ხმაური და ფიზიკური გაწევ-გამოწევა სწორედ მათ შეშვებას მოჰყვა, რადგან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს, რომლებიც აღნიშნულ პროექტებს აკრიტიკებენ და პარლამენტს მის მიღებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ, სხდომათა დარბაზში არ უშვებენ. განხილვას არც მედია ესწრება.
აღსანიშნავია, რომ ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა თავდაპირველად პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში იყო დანიშნული, თუმცა საკომიტეტო მოსმენის ადგილი შეიცვალა.
ახლა სხდომა ჟიული შარტავას დარბაზში იმართება, რომელიც უფრო პატარა ზომისაა და გაცილებით ნაკლები ადამიანი ეტევა, ვიდრე პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში.
ამავე თემაზე:
